Sunday, June 14, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

დრევანდელ მეცადინეობაზე ვისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩოს შექმნა.განვიხილეთ შეფასების სახეები.ვისწავლეთ გუგლდრაივის შექმნა და მასში მუშაობა და როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები.როგორ მივუთითოთ ჩვენს მიერ გამოყენებული ინფორმაციის შესახებ.

Saturday, June 13, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

  გადავხედეთ წინა მეცადინეობაზე განხილულ საკითხებს.ტრენერმა აგვიხსნა როგორი მნიშვნელობა აქვს პროექტისათვის საკვანძო კითხვების სწორად ჩამოყალიბებას.
  ჩვენი პროექტიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ საკვანძო კითხვები და განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე.განვიხილეთ და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი შეკითხვა



1.რა იქნებოდა  სამყარო  ენერგია რომ არ არსებობდეს?



თემატური შეკითხვები

1.როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები ენერგიის მისაღებად?
2.როგორ გამოვიყენოთ მზის ენერგია?
3.რა წყაროებიდან შეგვიძლია მივიღოთ ელექტრო ენერგია?



შინაარსობრივი შეკითხვები:

1.რა განსხვავებაა განახლებად და არაგანახლებად რესურსებს შორის?
2.რა არის ელექტრო ენერგია?
3.რაში ვიყენებთ ელექტრო ენერგიას?
4.რაში ვიყენებთ მზის ენერგიას?
5.რა წყაროებიდან შეგვიძლია მივიღოთ ელექტრო ენერგია?

Sunday, May 31, 2015

მესამე დღის რეფლექსია

მეცადინეობის მესამე დღემაც საინტერესოდ ჩაიარა.შევედით ჩვენ ბლოგებზე.ვისწავლეთ გვერდების დამატება.განვიხილეთ ჩვენი პროექტის იდეასთან დაკავშირებული საკითხები,თუ როგორ უნდა დავალაგოთ მიზნები და ამოცანები ისე რომ ერთმანეთში არ აგვერიოს.მოვიძიეთ ჩვენთვის საჭირო სტანდარტები და შესაბამისი ინდიკატორები,  გადავიტანეთ ჩვენი პროექტის გეგმაში.
  გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის ნამუშევრების შესახებ.

მოსწავლეების ამოცანები,სწავლის შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ:
. მოიძიონ ინფორმაცია ელექტრო ენერგიის მომხმარებელი ხელსაწყოების წარმოშობის და მათი პრაქტიკაში გამოყენების შესახებ.

   . მოიძიონ ინფორმაცია ენერგიის შესახებ:რამდენი სახის ენერგია არსებობს,რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვ ენერგიას თანამედროვე ცხოვრებაში,როგორ შეიძლება ერთი სახის ენერგია გარდავქმნად სხვა სახის ენერგიად.შეიძლება გამართონ დისკუსია თემებზე"როგორ წარმოგვიდგენია თანამედროვე ცხოვრება ელექტრო ენერგიის გარეშე"და "რა იქნებოდა მზე რომ არ ანათებდეს"

სტანდარტები და ინდიკატორები


· ჩამოთვლის დამუხტვის მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და მსჯელობს პრაქტიკაში მათი გამოყენების შესახებ (მაგ. ასლის გადამღები აპარატი);
· მოიპოვებს ინფორმაციას ბუნებაში ელექტრული მოვლენების შესახებ და ჯგუფური მუშაობის შედეგად შეიმუშავებს უსაფრთხო ქცევის წესებს ჭექა-ქუხილის დროს, აკეთებს
პრეზენტაციას.
 მოიპოვებს ინფორმაციას ტექნიკაში და ყოფა-ცხოვრებაში დენის სითბური, ქიმიური
და მაგნიტური მოქმედების გამოყენების შესახებ, წარმოადგენს რეფერატს

 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
●          საღი მსჯელობა და აღქმა;

კომუნიკაცია და თანამშრომლობა
●             იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
●             სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;

Saturday, May 30, 2015

მეორე დღის რეფლექსია

   დღევანდელ მეცადინეობაზე განვიხილეთ ჩვენი იდეები პროექტების შესახებ.ვისაუბრეთ როგორ უფრო უკეთესი იქნებოდა ამ პროექტების მოსწავლეებამდე მიტანა და მათი ჩართვა პროექტში.
   ვისწავლეთ პროექტის იდეის ბლოგზე განთავსება და ერთმანეთისათვის ჩვენი მოსაზრებების გაზიარება.მივიღეთ საინტერესო მოსაზრებები ჩვენი კოლეგებისაგან.გავეცანით პუბლიკაციის ჩეკლასტს.
   ვისწავლეთ ბროშურის შაბლონის დამუშავება და მივიღეთ დავალება ბროშურაში ჩასაწერი ტექსტების დამუშავების შესახებ.