Sunday, June 14, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

დრევანდელ მეცადინეობაზე ვისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩოს შექმნა.განვიხილეთ შეფასების სახეები.ვისწავლეთ გუგლდრაივის შექმნა და მასში მუშაობა და როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები.როგორ მივუთითოთ ჩვენს მიერ გამოყენებული ინფორმაციის შესახებ.

Saturday, June 13, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

  გადავხედეთ წინა მეცადინეობაზე განხილულ საკითხებს.ტრენერმა აგვიხსნა როგორი მნიშვნელობა აქვს პროექტისათვის საკვანძო კითხვების სწორად ჩამოყალიბებას.
  ჩვენი პროექტიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ საკვანძო კითხვები და განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე.განვიხილეთ და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი შეკითხვა



1.რა იქნებოდა  სამყარო  ენერგია რომ არ არსებობდეს?



თემატური შეკითხვები

1.როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები ენერგიის მისაღებად?
2.როგორ გამოვიყენოთ მზის ენერგია?
3.რა წყაროებიდან შეგვიძლია მივიღოთ ელექტრო ენერგია?



შინაარსობრივი შეკითხვები:

1.რა განსხვავებაა განახლებად და არაგანახლებად რესურსებს შორის?
2.რა არის ელექტრო ენერგია?
3.რაში ვიყენებთ ელექტრო ენერგიას?
4.რაში ვიყენებთ მზის ენერგიას?
5.რა წყაროებიდან შეგვიძლია მივიღოთ ელექტრო ენერგია?